გურგენიძე მიხეილ გიორგის ძე, (1842–1885), ხალხოსანი. ჟურნ. „იმედის" რედაქტორი (1881–83). სწავლობდა მოსკ. სას. აკადემიაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინსპექტორად განაწესეს ოდიშის სას. სასწავლებელში. გ. პერიოდულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს და მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმის პოლიტიკას, მიუთითებდა გლეხთა მძიმე ეკონ. და სოც. მდგომარეობაზე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლიტ-რას. მისი სიტყვით, მწერლობამ უნდა ამხილოს ცხოვრებისეული ნაკლოვანებანი და უჩვენოს მათგან გათავისუფლების გზა. წერილებში მითითებულია, რომ მშრომელ ხალხში აუცილებელია განათლების შეტანა.
ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა ი., საზოგადოებრივ- პოლიტიკური მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოში (XIX ს. მეორე ნახევარი), თბ., 1967.
ზ. შველიძე