გურგენიძე რევაზ აფრიკოს ძე, (დ. 11. XII. 1951, სოხუმი), გენერალ-მაიორი (1997). დაამთავრა ულიანოვსკის (სიმბირსკი) გვარდიის უმაღლესი სატანკო სასწავლებელი (1973), ჯავშან-სატანკო ჯარების სამხ. აკადემია (1988). 1979–82 იყო სატანკო ბატალიონის შტაბის უფროსი ამიერკავკ. სამხ. ოლქში. 1992-იდან დაინიშნა საქართვ. რესპ. შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის მოადგილედ, ამავე წელს – მეთაურად (1992–94). მონაწილეობდა აფხაზეთის ბრძოლებში საქართვ. ტერიტ. მთლიანობისათვის. 1996–98 იყო ქართ.-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების უფროსი სამხ. წარმომადგენელი საქართველოს მხრიდან, სამშვიდობო ძალების სარდალი (1998–99), განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი (1999–2000). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1993) და II ხარისხის (1996) ორდენებით.
ლ. დოლიძე