გურკლელი მურვან მახუნჯაგის ძე, XIII ს. 60-იანი წწ. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე (როგორც ჩანს გურკლელი ბეშქენ მახუნჯაგისძის სახლის წევრი, სავარაუდოდ – ძმა).
მოღვაწეობდა დავით VII ულუს კარზე. 1260 იბრძოდა ახალდაბასთან მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული მეფის მხარეზე. XIII ს. 60-იან წლებში ტყვედ ჩაუვარდა სამცხე-ჯავახეთში შემოსეულ მონღოლთა რაზმს, რ-საც ალათემური სარდლობდა. გ-მ თავი დააღწია ტყვეობას, შეკრიბა ლაშქარი და შეებრძოლა მტერს.
ამის შემდეგ გურკლელთა გვარი წყაროებში აღარ იხსენიება. როგორც ჩანს, მომძლავრებულმა ჯაყელთა სახლმა წაართვა მათ მამული. სოფ. გურკელთან ერთად გურკლელთა სახლმა დაკარგა თავისი გვარწოდებაც.
წყარო: იხ. სტ-თან გურკლელი ბეშქენ მახუნჯაგის ძე.
ნ. შოშიაშვილი