გუმისთა

გუმისთა, სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტის გუმისთის თემში (აფხაზეთის არ), შავიზღვისპირა დაბლობზე, მდ. გუმისთის მარცხენა ნაპირას. ზ. დ. 30 მ, სოხუმიდან 6 კმ . 4,2 ათ. მცხ. (1989). გ. ზღვისპირა კლიმ. კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი უთოვლო ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 6ºC) და თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 24ºC). ნალექები – 1550 მმ წელიწადში, მზის ნათების ხანგრძლივობა – 2120 სთ წელიწადში, სამკურნ. საშუალება – თალასოთერაპია (ზღვის აბაზანებითა და მზით მკურნალობა).

გ. უშვერიძე