გუმბათი

გუმბათი - მთა სამხრეთ საქართველოში, ერუშეთის ქედზე, მდ. ინჯისწყლის (ურავლის მარჯვ. შენაკადი) სათავეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 2963 მ . აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-ბაზალტებითა და დაციტებით. აქვს გუმბათის ფორმა, შემორჩენილია გამყინვარების კვალი. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით.

დ. უკლება