გულისაშვილი ელიზბარ ზაქარიას ძე, (1893, თბილისი, – 20. V. 1923, იქვე), სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის (1918–1921) არმიის პოლკოვნიკი (1919), 1921–23 ეროვნ.-განმათ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. დაამთავრა თბილ. ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია (1910) და სამხ. სასწავლებელი (1914). მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. იბრძოდა კავკ. ფრონტზე. მიიღო რამდენიმე საბრძოლო ჯილდო. საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე (1918) ჩადგა ეროვნ. არმიის სამსახურში. იყო საქართვ. დემოკრ. რესპ. გენ. შტაბის პოლკოვნიკი, 1917-იდან – საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართვ. ანექსიის (1921, თებ.-მარტი) შემდეგ აქტიურად მოღვაწეობდა იატაკქვეშეთში. 1922–24 იყო დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხ. ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იმავდროულად, ს. ზალდასტანიშვილთან ერთად, ხელმძღვანელობდა საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის არალეგ. სამხ. ცენტრს. 1923 გ. დააპატიმრეს და დახვრიტეს დამკომის სამხ. ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.
ლიტ.: აჯანყება–1924. საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარტიული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა), თბ., 1994 (პირველად გამოიცა თბილისში, 1925 წ.); ჟურნ. «სამშობლო», პარიზი, 1937, №21–22.
ლ. ურუშაძე