გულისაშვილი სოლომონ თევდორეს ძე (1874, სოფ. გიორგიწმინდა, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, – 20. III. 1952, იქვე), პედაგოგი, საქართვ. დამს. მასწავლებელი (1939). თბილ. მე-2 გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნ-ტის ბუნებისმეტყველების ფაკ-ტზე, რ-იც 1901 დაამთავრა. მუშაობდა ბაქოს ნავთის სარეწებზე. 1907–23 საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. შემდეგ დაინიშნა საგარეჯოს ახალგახსნილი 9-წლიანი სკოლის ხელმძღვანელად და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლად. 1918-იდან ხელმძღვანელობდა საგარეჯოს განათლების განყ-ბას, პედ. კაბინეტებს და სხვადასხვა პედ.- მეთოდურ სექციას. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. მისი რედაქციით ქართ. ენაზე პირველად გამოვიდა სასწ. გეოგრ. ატლასი და ნახევარსფეროების რუკა. ჟურნ. „ნაკადულში" განაგებდა საბუნებისმეტყველო განყ-ბას. მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები.
ა. სამადაშვილი