გუგუშვილი ბესარიონ პაატას ძე (დ. 6. V. 1945, თბილისი), საქართვ. რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი (დაინიშნა 1991). ეკონ. მეცნ. კანდიდატი (1971). 1962–63 სწავლობდა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე, 1966–67 – აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტზე თურქეთის ისტ. სპეციალობით, 1967–70 – თბილ. უცხო ენათა ინ-ტში, 1973-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. სამეცნ. ინფორმაციის ცენტრის განყ-ბის გამგე, შემდეგ – დირექტორის მოადგილე. არის რამდენიმე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. 1992 იანვარში, თბილისის ომის დამთავრების შემდეგ, ჩაჩნეთში გაჰყვა პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას, თან ახლდა მას სამეგრელოშიც. 1994-იდან ემიგრაციაშია.