გიორგი IV

გიორგი IV, გოჩია, იმერეთის მეფე 1696–97. ბაგრატიონთა იმერეთის შტოს წარმომადგენელი. გამეფებამდე ოდიშში ცხოვრობდა.

1696 იმერეთის თავადებმა არჩილ II გადააყენეს და მეფედ გ. IV გამოაცხადეს. მაგრამ იგი მეფობისათვის შეუფერებელი გამოდგა და სამეფოს ფაქტობრივად გიორგი-მალაქია აბაშიძე განაგებდა.

1697 თავადებმა გ. IV ტახტიდან გადააყენეს და იმერეთის მეფედ კვლავ არჩილ II დასვეს.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბ რ ო ს ე  მ., საქართველოს ისტორია, ნაწ. 2, თარგმ. ს. ღოღობერიძისა, ტფ., 1900; კაკაბაძე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500–1810), ტფ., 1922.