გრუზინსკი (ბაგრატიონი) დავით ბაგრატის ძე (30. IV. 1819, პეტერბურგი, – 24. IX. 1888, იქვე), თავადი, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე (1880-იდან). ვინაიდან შვილი არ დარჩა, მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის ლეგიტიმური უფლება გადავიდა მის ძმისწულზე – პ. ა. გრუზინსკიზე.
ლიტ.: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. სამეცნიერო სტატიების კრებული გენეალოგიური ნუსხებითურთ, თბ., 2003; Дворянские роды Российской империи, т. 3. Князья. Руководители авторского коллектива П. Гребельский и С. Думин,под ред. С. Думина, М., 1996.
ნ. ჯავახიშვილი