გრუზინსკი (ბაგრატიონი) ილია გრიგოლის ძე (20. IV. 1867 – 1947), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. 1895 დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. მსახურობდა გვარდიაში, პლასტუნთა ბატალიონში, კავკასიის მსროლელთა პოლკში, კაზაკთა ჯარების მთავარ სამმართველოში არტილერიის უფროსად. 1918 მსახურობდა თეთრ არმიაში, შემდეგ – წითელ არმიაში. ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას სხვადასხვა კურსებზე. 1921-იდან იყო უმაღლესი სამხ. სკოლის მასწავლებელი.
ლიტ.: В о л к о в С., Офицеры российской гвардии, М., 2002.
მ. გოგიტიძე