გრივი

გრივი, მარცვლეულის საწყაო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. XV ს-მდე გავრცელებული იყო საქართველოშიც. იტევს დაახლ. 100 კგ მარცვლეულს. იხ. აგრეთვე მეტროლოგია ისტორიული.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფ., 1925; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.), თბ., 1973.

გ. ჯაფარიძე