გრიგორიანი სერგო ვართანის ძე (21. I. 1921, თეთრი წყარო, – 4. X. 1943, სოფ. ანოვკა, დნეპროპეტროვსკის ოლქი), სამედიცინო სამსახურის გვარდიის ლეიტენანტი, საბჭ. კავშირის გმირი (20. XII. 1943). იზრდებოდა საქართველოში. სწავლობდა თბილ. ა. ს. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში. 1942-იდან საბჭ. არმიის რიგებში იყო მსროლელთა ბატალიონის სანიტარული ოცეულის მეთაური. გმირულად დაიღუპა დნეპროპეტროვსკის ოლქში, სოფ. ანოვკასთან გამართულ ბრძოლაში. მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.