გრიგოლია კარლო ბესარიონის ძე (14. V. 1927, სენაკი, - 2014), მოქანდაკე. საქართვ. ავანგარდისტ მხატვართა ასოციაციის პრეზიდენტი (1996), ვაშინგტონის თანამედროვე ქანდაკების საერთაშ. ცენტრის წევრი (1992). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1956; პედაგოგები – ნ. კანდელაკი , შ. მიქატაძე). იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1991–92). გ-ის ნამუშევრებში მკაფიოდაა გამოვლენილი მისთვის დამახასიათებელი ინდივიდ. სახეობრივი აზროვნება, მისწრაფება პლასტ. ფორმის განზოგადებისაკენ. ნამუშევრები: „მოხუცის პორტრეტი" (1961), „ქალის პორტრეტი" (1962), „ბიჭი" (1964), „დიმიტრი ერისთავის პორტრეტი" (1969), „პლასტიკური ფორმა" (მარმარილო; ბიჭვინთა, 1970), „პლასტიკური ფორმა" (სპილენძი; თბილისი, 1985) და სხვ. მისი ნამუშევრები ინახება საქართვ. კულტურის სამინისტროსა და საქართვ. მხატვართა კავშირის ფონდებში.