„გრემი“ - ქართული სამარკო ბრენდი (კონიაკი)

  

"გრემი".

„გრემი“ ქართული სამარკო ბრენდი (კონიაკი). მზადდება ღვინის სპირტისაგან, რ-იც მიიღება ყვარლის მუნიციპალიტეტის მიკრორაიონებში მოწეული თეთრი ყურძნის (რქაწითელი) გადამუშავებით მიღებული საბრენდე ღვინომასალის გამოხდით და შემდეგ მუხის კასრებში მისი 9–10-წლიანი დაძველებით. ხასიათდება გამჭვირვალე ოქროსფერით, მსუბუქი, საკმაოდ განვითარებული ბუკეტით, ჰარმონიული რბილი გემოთი, 40% (მოცულობით) სპირტშემცველობით. "გ-ს" 1961-იდან 2010-მდე უშვებდა სააქციო საზ-ბა „სარაჯიშვილი" (ყოფ. თბილისის კონიაკის ქ-ნა), ამჟამად კი მისი მწარმოებლები არიან სააქციო საზ-ბები „ვაზიანი" და კორპორაცია „ქინძმარაული". „გ-ს" ტექნოლოგია შეიმუშავეს ვ. ციციშვილმა , ო. ლორთქიფანიძემ, დ. ნიკოლაიშვილმა. 1964–2009 სხვადასხვა საერთაშ. გამოფენაზე, დეგუსტაციასა და კონკურსზე მიღებული აქვს 1 გრან-პრი, 10 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი.