გოკიელი ელენე სტეფანეს ასული

 

ე. გოკიელი

გოკიელი ელენე სტეფანეს ასული(25. VIII. 1918, თბილისი, – 26. XII. 1992, იქვე), სპორტსმენი (მძლეოსნობა, თარჯრბენი, სიგრძეზე ხტომა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1946), სსრკ დამს. მწვრთნელი (1972), საქართვ. ფიზკულტ. და სპორტის დამს. მუშაკი (1972). 1939 დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტი, 1956 – საქართვ. ფიზკულტ. ინ-ტი. სსრკ ჩემპიონი (1946) გამორბენით სიგრძეზე ხტომაში. სსრკ რეკორდსმენი 80 მ-ზე თარჯრბენში (მოსკოვი, 1949; ჰელსინკი, 1952). ევრ. ჩემპიონატის (1946, ოსლო) ვერცხლის პრიზიორი თარჯრბენში. 1969-იდან გარდაცვალებამდე იყო თსუ-ის ფიზ. აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ნ. გუგუშვილი