გოკიელი ივანე რაფიელის ძე

ი. გოკიელი

გოკიელი ივანე (ვანო) რაფიელის ძე(9 (21). X. 1899, თბილისი, – 10. VII. 1972, იქვე), კომპოზიტორი და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1969). 1931 დაამთავრა ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) კონსერვატორია (ვ. შჩერბაჩოვის საკომპოზიციო კლასი). 1932–34 იყო საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის პ/მგ მდივანი, 1938–42 – გამგეობის თავ-რე. 1933–36 – საქართვ. რადიოკომიტეტის მუს. გადაცემათა რედაქტორი, 1942–44 83 – თბილ. კონსერვ. დირექტორი. გ. საქართველოში სიმფ. ორკესტრის ერთ-ერთი ფუძემდებელია (1924– 25). დაწერილი აქვს ოპერები: „პატარა კახი" (1942, ა. წერეთლის ამავე სახელწ. პოემის მიხედვით, დაიდგა 1943, თბილისი), „წითელქუდა" (1960, დაიდგა თბილისში, ვილნიუსში, ხარკოვსა და დონეცკში) და „ბროლის ქოში" (ლირ.-კომიკური მუს. ზღაპარი შ. პეროს „გერიას" სიუჟეტზე, 1964, დაიდგა 1965, თბილისი), სიუიტა ქორეოგრ. პოემიდან „ვეფხისტყაოსანი" (1933) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: გ ე ლ ა ძ ე თ., ვანო გოკიელი, «საბჭოთა ხელოვნება», 1970, N1; П и ч х а д з е  М. Я., Вано Гокиели, «Советская музыка», 1955, №7.

მ. გედევანიშვილი