გოგოლაშვილი ვახტანგ მანუელის ძე (27. IV. 1932, სოფ. კურსები, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 19. VII. 2011, თბილისი), მწერალი, საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1989).
1955 დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი. 1962–2006 იყო თბილ. სახელმწ. ფილარმონიის საესტრადო-სალიტერატურო სამმართველოს უფროსი.
გამოცემულია გ-ის ლექსების რამდენიმე კრებული: „მახსენდება მშობლიური სკოლა" (1957), „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა" (1961), „გემბანიდან დანახული სანაპირო" (1978).
გ-ის ლექსებზე შექმნილია მრავალი პოპულარული ქართ. სიმღერა [დადუმებულხარ, ჩემო აპრილო", „პატარა ქალბატონო", „მოგონება", „სიმღერა თბილისზე" (კომპოზიტორები: ს. ებრალიძე, მ. სებისკვერაძე, ო. თევდორაძე, ნ. გიგაური)].
განსაკუთრებული წარმატება ხვდა მოთხრობების კრებულს იქ, სადაც ლურჯი მთებია" (1958), რ-იც ითარგმნა რუს., უკრაინულ, ლიტვურ და სომხ. ენებზე, გამოიცა აგრეთვე სტამბოლში თურქ. ენაზე (1962). აქვს მოთხრობათა კრებულები: "მუშკეტერის სიკვდილი" (1976), "ჭინკების ბრიგადა" (1991) და სხვ.
გ. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი ნაწარმოები "წეროები" 1961 დაიდგა თბილ. მოზარდ მაყურებელთა დრამ. თეატრში, 1962 – მოსკ. ცენტრ. საბავშვო თეატრში, ამავე წელს – ლენინგრ., კიევის, ერევნის, ოდესის, ეკატერინბურგის თეატრებში. ავტორია მონოგრაფიებისა: „ჯანო ბაგრატიონი" (1982), „ვასო გოძიაშვილი და ქართული ესტრადა" (1982), ნიკოლოზ მოსეშვილი" (1984), „ფილარმონიის ისტორიის ნარკვევები" (1989), «დიდი ანსამბლი „ერისიონი"» (2008) და სხვ.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).