გოგოლაშვილი თინათინ შალვას ასული

 

თ. გოგოლაშვილი ფორტეპიანოსთან ოვი

გოგოლაშვილი თინათინ შალვას ასული (23. III. 1919, დაბა ხარაგაული, – 26. XII. 2011, თბილისი), პიანისტი, საქართვ. დამს. არტისტი (1961).

1938 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პროფ. ა. ვირსალაძის საფორტეპიანო კლასი). 1935-იდან იყო საქართვ. რადიოკომიტეტის, ხოლო 1938-იდან – საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის სოლისტი. 1957-იდან იყო თბილ. კონსერვატორიის, 1991-იდან კი – ხელოვნ. აკადემიის პედაგოგი.

ეწეოდა ნაყოფიერ საგასტროლო მოღვაწეობას. პროპაგანდას უწევდა ქართ. კლასიკურ მუსიკას. გამართული აქვს 100-ზე მეტი კონცერტი. იყო მრავალი ქართვ. კომპოზიტორის (ა. ბალანჩივაძის, ა. მაჭავარიანის, ა. კერესელიძის, ა. შავერზაშვილის და სხვ.) საფორტეპიანო ნაწარმოებთა პირველი შემსრულებელი.

მის აკარეპერტუარში დიდი ადგილი ეთმობა მსოფლიო კლასიკოსთა (ბახი, ბეთჰოვენი, შოპენი, შუმანი და სხვ.) საფორტეპიანო ნაწარმოებებსაც. არის შოპენის გარდაცვალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპ. კონკურსის ლაურეატი (1949, I პრემია).