გოგნიაშვილი ნიკოლოზ რევაზის ძე

გოგნიაშვილი ნიკოლოზ რევაზის ძე (6. XII. 1844, სოფ. ქვემო ხოდაშენი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 31. I. 1913, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1900). 1863-იდან მსახურობდა მე-3 გრენადერთა საარტ. ბრიგადაში. მონაწილეობდა 1877–78 რუს.-ოსმ. ომში; 1896–1900 მსახურობდა კავკ. სამხ. ოლქის შტაბში.

დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის, წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ლ. დოლიძე