გოგლიძე ვიქტორ არსენის ძე

 

ვ. ა. გოგლიძე

გოგლიძე ვიქტორ არსენის ძე (26. XI. 1905, დაბა ურსატიევსკაია, ახლანდ. ხავასთი, უზბეკეთი, – 22. IX. 1964, თბილისი), მოჭადრაკე. პირველი ქართვ. სპორტის ოსტატი ჭადრაკში (1930), სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1941), საერთაშ. ოსტატი (1950), საკავშ. კატეგორიის მსაჯი (1949).

1940 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი. მონაწილეობდა საქართვ. I ჩემპიონატში (1928, I–II ადგილი), ახალგაზრდა საბჭ. ოსტატთა ტურნირში (1934, I ადგილი), მოსკ. II საერთაშ. ტურნირში (1935), სადაც შეხვდა ე. ლასკერს, ხ. რ. კაპაბლანკას, მ. ბოტვინიკს, ს. ფლორს და სხვ. მონაწილეობდა სსრკ ჩემპიონატებში.

1936–56 იყო საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის თავ-რე. 1957 მისი თაოსნობით თბილისში გაიხსნა პირველი ბავშვთა საჭადრაკო სკოლა, რ-ის დირექტორი თვითონ იყო გარდაცვალებამდე.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: გამოჩენილ მოჭადრაკეთა 100 კომბინაცია, თბ., 1958 (თანაავტ. ჰ. კასპარიანი); Избранные партии, Тб., 1949.

ლიტ.: გ ი ო რ გ ა ძ ე  თ., ცხოვრება ვიქტორ გოგლიძისა, თბ., 1985.

თ. შ. გიორგაძე