გოგლიძე სერგო არსენის ძე

გოგლიძე სერგო არსენის ძე (12. VIII. 1901, სოფ. ქორთა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 23. XII. 1953, მოსკოვი), გენერალ-პოლკოვნიკი (1945).

1934–36 იყო ამიერკავკ. საბჭ. ფედერ. სოციალ. რესპუბლიკის შს სახ. კომისარი, 1936-იდან – სახელმწ. უშიშროების მე-2 რანგის კომისარი, 1937– 38 – საქ. სსრ შს სახ. კომისარი, 1938–41 – სსრკ შს სახ. კომისარიატის სამმართველოს უფროსი ლენინგრადის ოლქში, 1941–51 – სსრკ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამმართველოს უფროსი შორეულ აღმოსავლეთში.

1951 აგვ.–ოქტ. და 1952 ნოემბ. – 1953 მაისში იყო სსრკ სახელმწ. უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე. ლ. ბერიას საქმესთან დაკავშირებით 1953 ივნ. დააპატიმრეს და დეკ-ში დახვრიტეს.

დაჯილდოებული იყო სსრკ ორდენებითა და მედლებით.

ლ. დოლიძე