გოგიჩაიშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (7. V. 1903, სოფ. ნიგვზიანი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 14. IV. 1945, ჩეხოსლოვაკია, დაკრძალულია კიევში), საბჭოთა კავშირის გმირი (13. XII. 1942). წოდება მიენიჭა II მსოფლიო ომში კავკასიის დაცვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის.
1944 კარპატებში იბრძოდა, დაიღუპა პრაღის მისადგომებთან.
დაჯილდოებულია დიდების ორდენით და სხვა საბრძოლო ორდენებით.
ტ. ჩინჩილაკაშვილი