გიორგიწმინდა, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტის ფერსის თემში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს, მდინარეების წინუბნისწყლისა და წვერუკნისღელის (მტკვრის მარცხ. შენაკადები) წყალგამყოფის სამხრ.-აღმ. კალთის ძირას. ზ. დ. 1000 მ, ახალციხიდან 12 კმ, ფერსიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 1 კმ. 415 მცხ. (2002).
გ-იდან ჩრდ.-დას-ით 3 კმ -ზე აქატის საბადოა.
სოფლის მახლობლად დგას VIII– IX სს. წმინდა გიორგის ეკლესია.