გიორგიწმინდა, სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (კახეთის მხარე), გომბორის ქედის სამხრ. მთისწინეთში, მდ. წიფლისხევის (ივრის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ანთოკი, მარიამჯვარი). ზ. დ. 720 მ, საგარეჯოდან 5 კმ. 2,6 ათ. მცხ. (2002).
სოფელში, ერთმანეთისგან ოციოდე მეტრის დაშორებით დგას XVIII ს. II ნახევრის ორი ცილინდრული კოშკი, მათ შორის კი – დარბაზული ეკლესია. ეკლესიის სამხრ. შესასვლელის თავზე ჩასმულია წარწერიანი ქვა. როგორც ირკვევა ეკლესია 1800 საკუთარი სახსრებით აუგია მღვდელ ი. კევლიშვილს. რესტავრირებულია 2010.
ლიტ. : ბ ე რ ი ძ ე ვ., XVI–XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1983; ზაქარაია პ., კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ., 1962.