გოცირიძე ოთარ დავითის ძე (15. X. 1919, ქუთაისი, – 7. III. 2010, მოსკოვი), საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1966). 1941 დაამთავრა მოსკ. ნ. ბაუმანის სახ. მანქანათსამშენებლო ინ-ტი, მუშაობდა იჟევსკის იარაღის ქ-ნაში მექანიზაციის ბიუროს უფროსად. 1951–53 იყო გაზ. „კომსომოლსკაია პრავდის" მთ. რედაქტორის მოადგილე, 1953–54 – საქ. კპ ცკ-ის განყ-ბის გამგე, 1954–56 – მდივანი, 1956–63 – აფხ. კპ საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი და საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტის თავ-რე, ხოლო 1970–89 – სსრკ საგეგმო კომიტეტის განყ-ბის ხელმძღვანელი. 1991–2010 ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და პრეზიდიუმის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლ. დოლიძე