გიორგიძე ეთერ გიორგის ასული (14. V. 1919, თბილისი, – 27. VII. 2009, იქვე), ინჟინერ-მექანიკოსი. პროფესორი (1972), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1976).
1941 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის მექანიკის ფაკ-ტი. 1941–43 მუშაობდა ზაჰესში. 1945-იდან სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში (ახლანდ. ტექნიკური უნ-ტი) ლითონთმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლოგიის კათედრაზე. 1984–2005 იყო იმავე კათედრის კონსულტანტი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
თხზ.: ლითონთმცოდნეობა, თბ., 1968; ლითონთა ტექნოლოგია, თბ., 1973 (თანაავტ. ი. ჯანელიძე); მასალათმცოდნეობა, თბ., 1984.