გორდაძე მიხეილ (დ. წ. უცნობია, თელავი, – 1919, იქვე), პოეტი, ლიტ. ფსევდონიმი – ა ბ უ ლ ა ძ ე. იყო თანამედროვე და მეგობარი ი. დავითაშვილისა, რ-მაც გ-ს 1881 უძღვნა ლექსი „ახალ მელექსეს". გ-ის მიერ ხალხ. კილოზე დაწერილი ლექსების თემა იყო მუშათა მძიმე ცხოვრება, გაუნათლებლობა. მის პოეზიაში მნიშვნელოვანია პატრიოტული მოტივი („ჩემი სამშობლო", „ვუძღვნი თ. აკაკი წერეთელს" და სხვ.). გამოცემული აქვს ლექსების 2 კრებული: „სამშობლო ანუ ლექსთა კრება" (1881) და „ლექსნი" (1893). მისი ერთი ლექსი – „ჩიტი" დაიბეჭდა „ივერიაში" (1893, 24. X). გაზ. „დროების" ცნობით, 1880 გ-ს განუზრახავს „არჩილიანის" გამოცემა, მაგრამ უშედეგოდ.
ს. ხუციშვილი