გიორგი მწერალი და საბა ხახულელი (XI ს.), სასულიერო პირები, წმინდანები. გიორგი მთაწმიდელის ბიძები.
მოღვაწეობდნენ ხახულის მონასტერში. ქრისტესმიერი მოღვაწეობით დამაშვრალი ღირსი მამები XI ს. შუა წლებში მშვიდობით აღესრულნენ. მათი ხსენების დღეა 19 (1.I) დეკემბერი.
ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, თბ.–ათენი, 2003.