გომელაური ვალერიან ბაგრატის ძე (დ. 1. I. 1933, თელავი), საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1982). დაამთავრა ნოვოჩერკასკის ა. სუვოროვის სამხ. სასწავლებელი (1952), მოსკ. რსფსრ უმაღლესი საბჭოს სახ. უმაღლესი საჯარისო-სამეთაურო სასწავლებელი (1954), ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხ. აკადემია (1967). იყო შორეული აღმოსავლეთის სამხ. ოლქის სარდლის მოადგილე (1979– 85); სამხ. მრჩეველი ეთიოპიაში (1985–88); ამიერკავკ. სამხ. ოლქის სარდლის მოადგილე (1988–1991), საქართვ. შეიარაღებული ძალების გენშტაბის მრჩეველი-კონსულტანტი (1992–2005).
ამჟამად თადარიგშია. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2001).
ლ. დოლიძე