გომელაური ინა გიორგის ასული (2. IV. 1918, თბილისი, – 13. XII. 2006, იქვე), არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე. დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1941). 1957-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნ. ისტორიის ინ-ტში. იკვლევდა შუა საუკ. და თანამედროვე ქართ. ხუროთმოძღვრებას. აზომა და მეცნიერულად შეისწავლა მღვიმევის, ყორანთის, ჩიხის, აბელიისა და სხვა ეკლესიები.
თხზ.: ერთაწმინდის ტაძრის არქიტექტურა, თბ., 1976; მღვიმევი – XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, თბ., 1982.
ვ. ბერიძე