გომელაური ლია იოსების ასული

 გომელაური ლია იოსების ასული  (დ. 8. I. 1947, თბილისი), პათოფიზიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2004). 1972 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1991–99 იყო თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიის უფრ. მეცნ. მუშაკი. 1999– 2005 – საქართვ. სახელმწ. სამედ. აკადემიის პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგე, 2005–06 – ამავე აკადემიის ფუნდამენტური მედ. კათედრის გამგე. 2009-იდან არის პ. შოთაძის სახ. თბილისის სამედ. აკადემიის პათოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. გ-ის სამეცნ. შრომები ეხება – ვეგეტატიური ფუნქციების ცენტრალურ სარეგულაციო მექანიზმებს. გ. არის ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგთა საზ-ბის წევრი (1996-იდან).

თხზ.: Значение хемосенситивности церебральных структур в регуляции некоторых обменно-вегетативных сдвигов, Тб., 1