გომელაური ნიკოლოზ გიორგის ძე [15 (28). IV. 1907, სოფ. მირზაანი, სიღნაღის მაზრა, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 24. V. 1977, თბილისი], მეტალურგი. პროფესორი (1972). საქართვ. დამს. ინჟინერი. 1930 დაამთავრა ამიერკავკ. სამთო-მეტალ. ინ-ტი. მუშაობა დაიწყო იქვე. იყო სამთო-მექან. ფაკ-ტის დეკანი (1931–33), მინერ. ნედლეულის ინ-ტის ამიერკავკ. ფილიალის გამდიდრების ლაბორ. გამგე (1932–37), ტრესტ „ჭიათურმანგანუმის" სისტემაში მშენებლობების უფროსი (1937–41), რუსთავის მეტალურგიული ქ-ნის დირექტორი (1944–57), საქართვ. სახ. მეურნ. საბჭოს თავ-რე (1963–65), საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რის მოადგილე (1965–70), მინერ. ნედლეულის კავკ. ინ-ტის დირექტორი (1970–77). მისი ძირითადი შრომები ეხება სპილენძ-მოლიბდენის მადნების სელექციური ფლოტაციისა და კომპლ. გამოყენების, აგრეთვე მანგანუმის ღარიბი მადნებისა და შლამის გამდიდრება-გამოყენების საკითხებს. რუსთავის მეტალურგიული ქ-ნის მილსაგლინავი აგრეგატის ავტომ ატიზაციისათვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა ლენინური პრემია (1962). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.