გოლიაძე შოთა კირილეს ძე

 

შ. გოლიაძე

გოლიაძე შოთა კირილეს ძე (1. IX. 1925, სოფ. ცხემლისხიდი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 19. VIII. 2008, იქვე), აგრონომ-სუბტროპიკოსი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1993), საქართვ. დამს. აგრონომი (1979), საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. წ.- კორ. (1994). 1953 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სუბტროპ. კულტურების ფაკ-ტი. 1963–2006 ანასეულის ჩაის, სუბტროპ. კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნ. საწარმოო გაერთიანების სუბტროპ. კულტურების სელექციისა და გენეტიკის განყ-ბის გამგე იყო. გ. იკვლევდა სუბტროპ. კულტურების სელექციის თეორ. და პრაქტ. საკითხებს, მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით გამოყვანილია სუბტროპ. კულტურების (ციტრუსები, ფეიხოა, აქტინიდია, ბამბუკი და სხვ.) 24 ახ. პერსპექტიული ჯიში და ფორმა; დარაიონებულია ლიმონის, მანდარინის, ბამბუკის ჯიშები. გ. სამეცნ.-კვლ. საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).