გოლიაძე ლავრენტი ალექსის ძე

გოლიაძე ლავრენტი (კოტე) ალექსის ძე (14. I. 1909, სოფ. მაკვანეთი. ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 6. VI. 1973, იქვე), საბჭოთა არმიის ავიაციის გენერალ-მაიორი (1958). 1931 დაამთავრა ბაქოს 26 კომისრის სახ. ქვეითთა სკოლა, 1938 – კიევის საავიაციო სკოლა, 1951 – კ. ვოროშილოვის სახ. უმაღლესი სამხ. აკადემია. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939–40), II მსოფლიო ომში, აგრეთვე იაპონიის კვანტუნის არმიის განადგურებაში (1945). 1961–63 იყო საქართვ. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი, 1963-იდან – სსრკ სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს ინფორმაციის განყ-ბის უფროსი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ორდენები და მედლები.

ლ. დოლიძე