გოგუაძე ვახტანგ ვლასის ძე (15. III. 1940, სოფ. ლესა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 10. VI. 2007, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1987). თსუ-ის პრორექტორი იდეურ-აღმზრდელობით დარგში (1985–92). საქართვ. სახელმწ. საბჭოს მდივანი 1992 მარტიდან ოქტ-მდე, 1992–95 იყო საქართვ. პარლამენტის თავ-რის პირველი მოადგილე, შემდეგ – სპიკერი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1963). პედ. მოღვაწეობას ეწეოდა იმავე უნტის ესთეტიკის კათედრაზე (1967– 85). იყო საქართველო- რუსეთის მეგობრობის კავშირის თავ-რე (2001–07). გ. იკვლევდა ადამიანის ფილოს., სახელდობრ, ესთეტ. პრობლემატიკას. ისტორიზმის პრინციპის მიხედვით განიხილავდა ხელოვნების მიერ ადამიანის ესთეტ. სახის შექმნის მხატვრულ-ისტ. კანონზომიერებას.
თხზ.: ერი გულადი, პურადი, თბ., 1977; ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი, თბ., 1980; იდეოლოგიური ბრძოლა და ხელოვნების მისია, თბ., 1986; მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია, თბ., 1993; Верните мне мою Россию, Тб., 2000; Starez Zosima und Vater Sergij. – «Ostkirchliche Studien», Bd. 36, Heft 2/3, September, 1987.