თუხარელი მაია დიმიტრის ასული

თუხარელი მაია დიმიტრის ასული (დ. 11. VI. 1960, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2001). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი რუსული ენისა და ლიტ-რის სპეციალობით (1981). იმავე წელს მუშაობა დაიწყო იქვე რუს. ენისა და ლიტ-რის კათედრაზე. 1998–2006 პარალელურად იყო თსუ-ის ზუგდიდის ფილიალის ფილოლოგიის ფაკ-ტის რუს. ენისა და ლიტ-რის კათედრის ხელმძღვანელი. 2012იდან არის თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი. იკვლევს თ. დოსტოევსკის, ა. ჩეხოვის, ვ. ბრიუსოვის, მ. ლერმონტოვის და სხვა რუს მწერალთა შემოქმედებას, ქართ. რუსისტიკის საკითხებს. აქვეყნებს ნაშრომებს სამეცნ. პერიოდულ გამოცემებში.