თუთბერიძე ლევან ჯუანშერის ძე

თუთბერიძე ლევან ჯუანშერის ძე (დ. 4. XII. 1959, თბილისი), კინორეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი. 1982 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის კინოფაკ-ტის სარეჟისორო განყ-ბა. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1978, გადაიღო დოკუმენტური ფილმი „თუშური ყველი" (პრიზი კიევის კინოფესტივალზე საუკეთესო დოკ. ფილმისათვის, 1980). მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფილმები: „გასეირნება ყარაბაღში" (ა. მორჩილაძის რომანის „მოგზაურობა ყარაბაღში" მიხედვით, 2005; გრან-პრი დსთ-ის და ბალტიის ქვეყნების ღია ფესტივალ „კინოშოკზე" და არაერთი პრიზი სხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე. „ცხრა მთას იქით" (2013, „ოქროს ჟასმინი", საუკეთესო ფილმისათვის, საერთაშ. კინოფესტივალი „ჟასმინი", ირანი, 2015), „მოირა" [კომუნიკაციების მსოფლიო კათოლ. ასოციაციის პრიზი სან-სებასტიანის (ესპანეთი) საერთაშ. კინოფესტივალზე, 2015 წარდგენილი იყო „ოსკარზე“ (აშშ-ის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო) ნომინაციით საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და სხვ. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული როლი – დიმიტრი II – რ. ხოტივარის ამავე სახელწოდების ფილმში (1982). ეწევა აქტიურ საზ. და პედ. მოღვაწეობას. 2009-იდან შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნ-ტის ასოც. პროფესორია. დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით".

მ. კერესელიძე