თავაძე გიორგი ვახტანგის ძე

თავაძე გიორგი ვახტანგის ძე (1882, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხატაურის რ-ნი, – XX ს. II ნახ., საფრანგეთი), სა­ქარ­თვე­ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1921). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904–05) ომში. 1913 მსახურობდა კავკ. მსროლელ პოლკში, მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18), სადაც დაიჭრა; 1918– 21 იყო ქართ. ჯარში. მსახურობდა სამხ. სამინისტროში, მეთაურობდა ქართ. ლეგიონს. თავი გამოიჩინა საქართველო-სომხეთის 1918 ომის დროს. 1921 ემიგრაციაში წავიდა.

დაჯილდოებულია წმ. ანას IV ხარისხის ორდენით.

ლიტ.: კვინიტაძე გ., მოგონებანი (1917–21), ტ.1, თბ., 1998.

ლ. დოლიძე