თავაძე გიორგი მერაბის ძე (დ. 5. III. 1962, თბილისი), რეჟისორი, ს. ახმეტელის სახ. (2005) და კ. მარჯანიშვილის სახ. (2010) პრემიების ლაურეატი. 1990 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტი (რ. სტურუას შემოქმედებითი სახელოსნო); 1999–2000 იყო შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის, ხოლო 2001–06 – ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის რეჟისორი, 2006–13 – თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. თ-ის დადგმებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში – ი. სამსონაძის „იქ, სადაც ღვარად მოედინება" და „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე" (ამავე სპექტაკლის დადგმა ბათუმის თეატრში აღინიშნა წლის საუკეთესო რეჟისორის დიპლომით); თ. ჭილაძის „ნახვის დღე" (რ. სტურუასთან ერთად); ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. დრამ. თეატრში – ვ. სიხარულიძის „გარეუბნის მარტოსახლი"; სამეფო უბნის თეატრში (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა), ლ. ბუღაძის „ნუგზარი და მეფისტოფელი"; ბათუმის დრამ. თეატრში – ი. სამსონაძის „საღამოს ბაღში, როგორც სიზმარში", თ. ჭილაძის „ჭალას ჩიტი ჩამკვდარიყო" (ვ. ბერიძესთან ერთად). ბათუმის მუს. ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა საოპერო თეატრში დადგა საოპერო სპექტაკლი ვ. ბელინის „მონტეგები და კაპულეტები". მონაწილეობდა კულტ. საერთაშ. ბაზრობა „კავკასია 2007-ში", სადაც დაჯილდოვდა რეგიონის საუკეთესო რეჟისორის სერტიფიკატით.