თავაძე რობერტ გერონტის ძე

რ. თავაძე

თავაძე რობერტ გერონტის ძე (24. IV. 1930, თბილისი, – 16. IV. 2004, იქვე), საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი (1979). 1948 დაამთავრა სსრკ სამხ.-საჰაერო ძალების სპეცსკოლა, 1951 – ვლადიკავკაზის სამხ.-საავტომობილო სასწავლებელი, 1970 – სსრკ შეიარაღებული ძალების გენშტაბის კ. ვოროშილოვის სახ. სამხ. აკადემია, 1973 – ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპ. სამხ. აკადემია. 1951-იდან მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში, 3 წელი – ჩინეთში, შემდეგ – მოლდავეთში, უკრაინაში, 1970-იდან – ამიერკავკასიის სამხ. ოლქში, 1976-იდან შორეულ აღმოსავლეთში. 1985–88 იყო შორეული აღმოსავლეთის მიმართულების ჯარების მთ. სარდლის მოადგილე, 1992–95, 1998–99 – სა­ქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 1999–2004 – საქართველოს პარლამენტის წევრი. არის ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი (2000).

ლ. დოლიძე