თავაძე რუბენ მათეს ძე

თავაძე რუბენ მათეს ძე (1903, სოფ. ზემო ხეთი, ჩოხა­ტაურის რ-ნი, – 1941, ქ. ქერჩი), მოქანდაკე. სწავ­ლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში (1924–29), 1934-იდან – ლენინგრადის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტ. ინ-ტში. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. იყო სა­ქართვ. მხატვართა კავშირის თავ-რე (1938– 40). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. დაიღუპა ქერჩის მისადგომებთან. ძირითადი ნამუშევრები: კომპოზიტორი ზ. ფალია­შვი­ლი (1938, თაბაშირი, თბილ. კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის ფოიე), ა. წულუკიძე (ქვა, 1935, ქუთაისი), ბ. ძნელაძე (ბრინჯაო, 1930, ალექსანდრეს ბაღი, ახლანდელი ლეონიძის სახ. ბაღი კ. მერაბი­შვილთან ერთად, თბილისი, ამჟამად აღებულია). თ-ის სხვა ნამუშევრები ინახება შ. ამირანა­შვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში.