თავაძე ფერდინანდ ნესტორის ძე

თავაძე ფერდინანდ ნესტორის ძე [8 (21). V. 1912, გორი, – 19. XI. 1989, თბილისი], მეტალურგი. სა­ქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960). ტექ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1947), სა­­ ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). ქართ. ენციკლოპედიის დაარსების დღიდან გარდაცვალებამდე იყო მისი მთ. სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1936 დაამთავრა ლენინგრადის ინდუსტრიული ინ-ტი. 1936–37 მუშაობდა იქვე (ინდუსტრიული ინ-ტის სამსხმელო ლაბორატორია, ლითონთა ­ცენტრ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, ს. კიროვის სახ. ჩარხმშენებელი ქარხნის ლაბორატორია). 1937იდან მუშაობას იწყებს თბილისში, პ. მელიქი­შვი­ლის სახ. ქიმიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეტალურგიის ლაბორატორიაში. 1940–45 იყო თბილ. ქიმიის ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი, 1945–51 – სა­ქართვ. მეცნ. აკად. მეტალ. ინ-ტის ლითონმცოდნეობის ლაბორ. გამგე, 1951–87 – ამავე ინ-ტის დირექტორი (1991-იდან ინ-ტი თ-ის სახელობისაა). პარალელურად, 1948–88 იყო სპი-ის ლითონთა ტექნოლ. და ლითონმცოდნეობის კათედრის გამგე. თ-ის ძირითადი შრომები ეხება შენადნობთა თეორიას; მაღალი სიმტკიცის თუჯის მიღებასა და სამსხმელო წარმოებას; ლითონების უწყვეტ ჩა­მოსხმას; უნიკელო, ­უჟანგავი, კრიოგენული, რადიაცია და მხურვალმედეგი ფოლადების ახ. კომპოზიციების, ძაფისებრი კრისტალების, თხელი აფსკებისა და დამცავი საფრის მიღებას, მათი თვისებების შესწავლას; ლითონთა კოროზიას; ბორის, მისი შენადნობებისა და ნაერთების მიღების შესწავლას; ძვ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ლითონის ნაკეთობათა წარმოების ტექნოლ. დადგენას და ა.შ. ნაშრომთა ციკლისათვის „ლითონურ ნაკეთობათა ფიზ.-ქიმ. თვისებების კვლევის მეთოდების შემუშავება" მიენიჭა გ. ნიკოლაძის სახ. პრემია (1976). მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Бронзы древней Грузии, Тб., 1959 (თანაავტ. Т. Н. Сакварелидзе); Нормальный и дислокационный рост кристаллов некоторых цветных металлов, М., 1965 (თანაავტ. Т. Л. Килитаури); Коррозионная стойкость титановых сплавов, М., 1969 (თანაავტ. С. Н. Манджгаладзе); Некоторые приложения теории капиллярности при физико-химическом исследовании расплавов, Тб., 1971 (თანაავტ.: Д. В. Хантадзе, Э. Г. Оникашвили); Основные направления развития процесса непрерывного литья, М., 1982 (თანაავტ.: М. Я. Бровман, Ш. Д. Рамишвили, В. Х. Римен).

ბიბლ.: ფერდინანდ თავაძე. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ზ. მახარაძე, ი. ცხვა­რია­შვი­ლი, თბ., 1984.