თურმანიძე ხოსრო

თურმანიძე ხოსრო, XVI ს. II ნახ. პოეტი, მთარგმნელი, „შაჰნამეს" ქართული ვერსიების – „როსტომიანის" ერთ-ერთი ავტორი. ქართლის მეფის სვიმონის (1558–99) დავალებით დაამთავრა „როსტომიანის" ლექსითი ვერსიების ციკლი. თარგმნიდა უშუალოდ სპარსულიდან. ხელთ ჰქონდა „შაჰნამეს" გვიანდელი ჩანართებიანი, „ბარზუნამეს" შემცველი რედაქცია. თ-მ შეავსო სერაპიონ საბაშვილის მიერ გადმოღებული „როსტომიანის" პირველი ნაწილი („სპანდიერ ბარზუს ამბავი" და „აქა ქაიხოსროსაგან ჯანის ხოიშანი და ხელმწიფედ დალოცვა"). თ-ის თარგმანი საკმაოდ ზუსტია, თუმცა მხატვრულად შედარებით სუსტი (შდრ. მთარგმნელის არჩილ II-ისეული შეფასება – „დიდის საქმისა უცოდნი"...). თარგმ. იხ.: შაჰნამეს ქართული ვერსიები, ტ. 2, ტფ., 1934.

ლიტ.: კ ო ბ ი ძ ე  დ., შაჰნამეს ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, თბ., 1959.

ა. გვახარია