ადანგე

ადანგე, უღელტეხილი სოხუმისა და გულრიფშის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ჩხალთის ქედზე. სიმაღლე 2299 მ. სოფ. მარჯვენა პტიშს (ჩხალთის ხეობა) საცალფეხო გზით აკავშირებს სოფ. ფსხუსა (მდ. ბზიფის ხეობა) და გუმისთასთან. უღელტ. მიდამოებში ალპ. და სუბალპ. მდელოებია, ქედის კალთები შემოსილია ნაძვნარ-სოჭნარით.