ანჩხო

ანჩხო, ანჩხა, უღელტეხილი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ბზიფისა და ლაშიფსეს წყალგამყოფ ანჩხოს ქედზე. სიმაღლე 2031 მ. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს ბავიუს (ბზიფის მარჯვ. შენაკადი) ხეობას ლაშიფსეს ხეობასთან.