ანდრონიკაშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე ( 8. VI. 1933, თბილისი – 1997, იქვე), ინჟინერ-მშენებელი.
1957 – 71 და 1976 – 87 იყო: კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე საქართვ. კომკავშირის თბილ. საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, ცენტრ. კომიტეტის მეორე მდივანი, საქ. კპ თბილ. კომიტეტის მდივანი, ცენტრ. კომიტეტის განყ-ბის გამგე და მდივანი. 1971 – 76 და 1987-იდან - საქართვ. ქალაქთმშენებლობის სახელმწ. საპროექტო ინ-ტის დირექტორი. 1981 თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის ეროვნ. თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქციისათვის მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (ავტორთა და შემსრულებელ ჯგუფთან ერთად). საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს VI, VIII – XI მოწვევათა დეპუტატი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.