„დიდება“, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–21) ჰიმნი. მუსიკისა და ტექსტის ავტორია კ. ფოცხვერაშვილი.
ჰიმნი პირველად ოფიციალურად აჟღერდა საქართვ. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს (1918 წ. 26. V). ამის შემდგომ იგი ნაწილობრივ გადაამუშავა სპეც. კომისიამ და საბოლოო სახით დიდი გუნდისა და ორკესტრის მიერ შესრულდა რესპუბლიკის შექმნის წლისთავზე (1919 წ. 26. V). ოფიც. ჰიმნად „დ." გამოცხადდა სპეც. კონკურსის გარეშე.
ჰიმნის მუს. ენაში (განსაკუთრებით კადანსებში) შეინიშნება ქართ. მუს. სისტემის კანონზომიერებები.
1990–2004 „დ." კვლავ დამოუკიდებელი საქართველოს რესპ. ჰიმნი იყო.
ლიტ.: ჟ ო რ დ ა ნ ი ა ი., „დიდება" – ქართული ეროვნული ჰიმნი, «სამშობლო», 1989, 26 მაისი.
ი. ჟორდანია