დევდარიანი ზაქარია დავითის ძე

დევდარიანი ზაქარია (შაქრო) დავითის ძე (1836 – XX ს. დასაწყისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1901).

მონაწილეობდა ყირიმის (1853–56), რუს.-ოსმ. (1877–78) ომებში. 1859-იდან მსახურობდა მე-13 ლაიბგრენადერთა პოლკში, შემდეგ – კავკ. სამხ. ოლქის შტაბში საინტენდანტო თანამდებობებზე. 1901 დაითხოვეს კავკ. სამხ. საოლქო ეგზეკუტორის თანამდებობიდან.

დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის, წმ. ანას და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ლ. დოლიძე