დევდარიანი იური სეითის ძე

დევდარიანი იური სეითის ძე [4 (17). VIII. 1909, ქ. ვოლოგდა, – 15. VI. 1989, თბილისი], ჰიდროტექნიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1974).

დაამთავრა ლენინგრადის წყლის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტი (1930). 1930–41 მუშაობდა თბილისში „ჰიდროენერგოპროექტში", 1941-იდან – საქართვ. ენერგეტ. და ჰიდროტექ. ნაგებობათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1971-იდან საქართვ. მეცნ. აკად. ა. დიდებულიძის სახ. ენერგეტიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი).

1958–79 იყო ამ ინ-ტის ჰიდროტექ. განყ-ბის გამგე, 1979–86 – სექტორის გამგე, 1986–89 – წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი.

მისი შრომები ეხება უმთავრესად ენერგოსისტემების განვითარების საკითხებს.

თხზ.: Вопросы определения параметров ГЭС…, კრ.: Оптимизация параметров и режимов компонентов водохозяйственного комплекса, М., 1973.